იმერული ხაჭაპური
ინგრედიენტები:
- 1 კგ ფქვილი
- 500 მლ თბილი წყალი (ან რძე)
- 10 გ მშრალი საფუარი
- 1 ჩ.კ. მარილი და 1 ჩ.კ. შაქარი
- 1 კგ ჭყინტი (იმერული) ყველი
- 50 გრ კარაქი (ზემოდან წასასმელად)
მომზადება:
- მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი და დადგით ასაფუებლად 1-2 საათით.
- დაფშვენით იმერული ყველი და შეკარით გუნდებად.
- ცომი გაყავით ნაწილებად, გააბრტყელეთ, შუაში ჩადეთ ყველის გუნდა და თავი შეუკარით.
- კვლავ გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ კეცზე ან ტაფაზე ორივე მხრიდან.
- მზა ხაჭაპურს გადაუსვით კარაქი.